ყვარელში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ყვარელში , N1 საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო,სადაც განთავსდა საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და აღიჭურვა ახალი ინვენტარით და ავეჯით.

საბავშვო ბაღი გათვლილია სკოლამდელი ასაკის 100 ბავშვზე.

“მუნიციპალიტეტების როლი ძალიან დიდია მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში,სწორედ რომ მოახდინონ იდენტიფიცირება პრობლემის და განახორციელონ შესაბამისი სამსახურების მოზიდვა. მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 300 -მდე სააღმზრდელო დაწესწბულება კეთილმოეწყო და კიდევ გრძელდება ბაღების რეაბილიტაცია “- განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრის მოადგილემ,ილია ბეგიაშვილმა.

ყვარლის ახლადრეაბილიტირებულ ბაღში სამომავლოდ ეზოს ინტერიერის კეთილმოწყობაც იგეგმება.კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით,მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კეთილმოწყობა და ბავშვებზე ზრუნვა.

” წლიდან წლამდე ვცდილობთ,რომ მაქსიმალურად დავახარჯოთ ბაღებს სახსრები,რისი მაგალითიცაა ყვარლის საბავშვო ბაღიც,სადაც სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.ბავშვებს უკვე შეუძლიათ მიიღონ სრული სერვისი ამ უსაფრთხო და თბილ გარემოში “- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 420000 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად