ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ყვარელის გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნება ტრამვული შოკი, სხეულის მრავლობითი დაზიანება და ქალა-ფუძის მოტეხილობა.

19 წლის ახალგაზრდა თავდაპირველად ყვარლის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცნობისათვის, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“მერსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა, ერთი მამაკაცი ადგილზე, ორი კი საავადმყლფოში მოყვანისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცხოვრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად