ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული მედიკოსი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მედიკოსს კორონავირუსზე განმარტებით ტესტირებას სავარაუდოდ ოთხ დღეში ჩაუტარებენ.

ცნობისთვის, ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი გუშინ დაუფიქსირდა. ეს არის კახეთის რეგიონში “კოვიდ 19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა. მასთან კონტაქტში იმყოფებოდა 147 ადამიანი, საიდანაც 62 მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა PCR ტესტირება. ყველა მათგანის ტესტირების პასუხი უარყოფითია. მედიკოსთან კონტაქტში მყოფ დანარჩენი მოქალაქეების ანალიზის ნიმუშებს დღეს აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად