ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ქალაქის  ცენტრალურ ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული  ინფორმაციით, BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.  შეჯახების  შედეგად მძღოლმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ  საავადმყოფოში მოათავსა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ  გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...