ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

შემთხვევა ყვარელი-ახალსოფელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა. „აუდის” მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ღობეს დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ამობრუნდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...