ყვარელში, ავტოავარიიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ყვარელში, ავტოავარიიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსის მგზავრები თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათვსა.
“ჩემს კლინიკაში 8 პაციენტი შემოიყანეს. ორ მათგან ჩავუტარეთ ქირურგიული ოპერაცია . ხვალ კი კიდევ ორი მგზავრის ოპერაციაა ჩანიშნული. მათ ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ” – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
მიკროავტობუსის მგზავრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად