ყვარელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალსოფელში “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა , გზიდან გადავიდა და სკამზე მჯდომ მოქალაქეებს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მოქალაქე მსუბუქი დაზიანებებით ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად