ყვარელში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში კი ბავშვი გარდაიცვალა.

“ბავშვი უკვე ძალიან გართულებული მდგომარეობით შემოიყვანეს ჩვენთან, ინტოქსიკაციის ნიშნებით და შემოყვანიდან 5 წუთში დაფიქსირდა კლინიკური სიკვდილი. ვერნაიარი რეანიმაციული საშუალებებით ვერ შევძელით სამწუხაროდ მისი გადარჩენა. იგივე ინტოქსიკაციის სიმპტომატიკით შემოიყვანეს მისი მშობლებიც, მათ ჩაუტარდათ გამორეცხვები და ყველა საჭირო პროცედურა და მოგვიანებით მკურნალობის გაგრძელების მიზნით თბილისში იქნნენ გადაყვანილნი.

მე არ შემიძლია ზუსტად დასახელება რა სახის ინტოქსიკაცია იყო, კვებითი თუ სხვა სახის, ამას უკვე გამოძიება დაადგენს”- განუცხადა “აიპრესს” ყვარლის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ზურა გაუარაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს ერთ-ერთი ფირმის ქათმის ბულიონი ჰქონდა მიღებული. სოფელში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პროდუქტს ვადა ჰქონდა გასული და სწორედ ამან გამოიწვია 11 თვის ჩვილის დაღუპვა.

როგორც “აიპრესს”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძებო მოქმედებები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...