ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისთვის მთავრობამ 694 600 ლარი გამოყო

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განკარგულებით, საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის 694 600 ლარი გამოიყო.

აქედან 141 600 ლარი საქაღთველოს საპატრიარქოს, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო  73 ათას ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერგო.

ასევე, დამტკიცდა აღნიშნულ  დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმა

ასევე, მთავრობის განკარგულებით, ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვა, დიზაინის მომსახურების შესყიდვა-დარიგებაზე 48 400 ლარი დაიხარჯება.

ცნობისთვის, 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, წმინდა სინოდმა 12 მაისი ღვთისმშობლის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად დაადგინა

შეგახსენებთ, 2019 წლის 8 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით (96 მომხრე -არცერთი წინააღმდეგი) დაამტკიცა “შრომის კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რის საფუძველზეც 12 მაისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...