ყოფილმა მდგმურმა შურიძიების მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და შიგ ქალი გამოწვა

შემთხვევა რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდში მოხდა და ამის შესახებ ქალაქის საგამოძიებო კომიტეტის საიტი იუწყება.

გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა განზრახ გააჩინა ხანძარი ბინაში, რომელშიც ის რამდენიმე თვის წინ ქირით ცხოვრობდა და იძულებით დატოვა.

ღამის საათებში მან შესავლელ კარს აალებადი სითხე მოასხა და ცეცხლი წაუკიდა. ხანძრის შედეგად ბინაში მყოფი 43 წლის ქალი დაიღუპა. ბინის პატრონი – 67 წლის კაცი – მაშველებმა გადაარჩინეს.

ძიების შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა, მეპატრონესთან ჩხუბის შემდეგ კი იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო. ორი თვის შემდეგ მან ხანძარი გააჩინა და ჩუვაშეთში წავიდა, სადაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად