ყოფილი ოძეკების ჯახში გამარჯვება ლევან გორგაძეს დარჩა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მეხუთე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინი დღეს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას, 30 წლის იაპონელ ტაკაიასუს (სიმაღლე 187 სმ, წონა 175 კგ) შეხვდა. ყოფილი ოძეკების ურთიერშეხვედრებში წინ ტაკაიასუ იყო – 13:8. მას ბოლო 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. მომდინარე ბაშოზე ტაკაისუს ბალანსი 3:1, ხოლო ტოჩინოშინის 1:3 იყო.

დღევანდელ შეხვედრაში სტარტზე უკეთესი პოზიცია ტაკაისუმ მოიპოვა, მეტოქის მავაში მოიგდო ხელთ, ტოჩინოშინს კი ამის შანსი არ მისცა და ისე ჩანდა, რომ მალე დაასრულებდა შეხვედრას თავის სასარგებლოდ, მაგრამ ტოჩინოშანმა იყოჩაღა და მეტოქე კაკენაგეს ილეთით დასცა დოჰიოს თიხნარზე.

ხუთი დღის შემდეგ ტოჩინოშინს 2 მოგება აქვს სამი მარცხის წილ.

ხვალ ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდების მქონე 29 წლის იაპონელ შოდაის (სიმაღლე 184 სმ, წონა 170 კგ) შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში წინ შოდაია – 9:7. მათ შორის გამართულ ბოლო, 2020 წლის იანვრის ბაშოს შეხვედრაში გამარჯვება შოდაიმ მოიპოვა. მიმდინარე ბაშოზე შოდაიმ 4-დან სამი შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად