ყირგიზეთში ქვეყნის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს

ყირგიზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სოორონბაი ჟეენბეკოვის ადგილსამყოფელი უცნობია. ამის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

“ყირგიზეთის პრეზიდენტის სოორნბაი ჟეენბეკოვისა და პრემიერ მინისტრის კუბატბეკ ბორონოვის ადგილსამყოფელი უცნობია. უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზღვრის დახურვის შესახებ”, – თქვა მან.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ბიშკეკის კომენდანტმა კურსან ასანოვმა, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა 6 ოქტომბერს, ასევე განაცხადეს, რომ მათ არ იციან სად იმყოფება პრეზიდენტი.

“ახლა სხვა პრობლემებით ვარ დაკავებული – ბიშკეკში წესრიგის დამყარებით. როგორც ხედავთ, გუშინდელი დღის შემდეგ, ნებაყოფლობით სახალხო რაზმებთან ერთად, ჩვენ შევძელით ქალაქში არსებული ვითარების კონტროლი და ძარცვის თავიდან აცილება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. მე მჯერა, რომ სხვა სტრუქტურები ეძებენ ჟეენბეკოვს და სხვებს”, – აცხადებს იგი.

ამ დროისთვის ყირგიზეთში შეიქმნა ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი. ქვეყანაში 6 ოქტომბერს ჩატარებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა გამოიწვია, შეიქმნა ოპოზიციის ორი პარალელური საკოორდინაციო საბჭო, რომელთაგან ერთმა განაცხადა მოქმედი პარლამენტის დაშლის შესახებ. თავად არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც 2019 წელს დააკავეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად