ყირგიზეთში არსებული დაძაბული ვითარების გამო, ქვეყნის პრეზიდენტი საგანგებო სხდომას მართავს

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი ექს-პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის სახლთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ, უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეები „2019 წლის 7 აგვისტოს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და კანონის დაცვის საკითხზე მსჯელობენ”. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ტარდება და მას მედია არ ესწრება.
ერთი დღით ადრე, უსაფრთხოების ძალებმა ატამბაევის დაკავების მიზნით ოპერაცია დაიწყეს. მათ პრეზიდენტის მომხრეები დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შტურმის შედეგად ატამბაევი დააკავეს, მაგრამ ეს ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა და რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა უარყო.
მოგვიანებით თავად ატამბაევმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მან უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, “საკუთარ ხალხს არ ესროლონ”.
მისი თქმით, ყირგიზეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას მისი გაჩუმება, დაკავება და საბოლოოდ მოკვლა სურს.

ბოლო ინფორმაციით, ატამბაევის რეზიდენციასთან მომხდარი თავდასხმის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 48 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და სამართალდამცავები. ქვეყნის ყოფილი მეთაურის დამცველების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...