ყირგიზეთმა აშშ-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულების დენონსაცია განახორციელა

ყირგიზეთის პრემიერმინისტრის ტემირ სარიევის გადაწყვეტილებით, ბიშკეკმა აშშ-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულების დენონსაცია განახორციელა, რითაც აშშ-სთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ და ტექნიკურ დარგებში თანამშრომლობა შეწყვიტა.

"ტემირ სარიევმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას, რომლითაც "აშშ-სა და ყირგიზეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დენონსაცია მოხდა. ხელშეკრულება 1993 წლის 19 მაისით თარიღდება", – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ყირგიზეთის მთავრობის ოფიციალურ ვეგ-გვერდზე გავრცელდა.

გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აზიმჟან ასკაროვის დაჯილდოვება გახდა. დეპარტამენტმა ასკაროვი 2015 წლის "ადამიანის უფლებათა დამცველად" დაასახელა. ცნობისათვის, 2010 წელს, ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ასკეროვს ადამიანის მკვლელობისა და ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

დასავლეთში კი მიიჩნევენ, რომ ასკაროვი აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აგროვებდა. გადაწყვეტილებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილებას "სამწუხარო" უწოდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...