ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს კოლონიაში გადაიყვანენ

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს ციხიდან კოლონიაში გადაიყვანენ, ამის შესახებ ქვყნის სახელმწიფო სასჯელაღსრულების სამსახური იუწყება.

როგორც პოლიტიკოსის ადვოკატმა დააკონკრეტა, ის შეიძლება დღეს გადაიყვანონ.

წინა დღეს, ატამბაევის კიდევ ერთმა დამცველმა სერგეი სლესარევმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშმა მყოფმა ციხიდან დედაქალაქის საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ, შიმშილობა დაიწყო არასათანადო პირობების გამო.

ატამბაევს სამშაბათს წამების პრევენციის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ეწვივნენ. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ატამბაევი იჯდა პირველ სართულზე, ოთხსაწოლიან საკანში. მასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა საკანში.

ექსპრეზიდენტი გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების ცენტრიდან მისმა მხარდამჭერებმა 5-6 ოქტომბრის ღამეს მომხდარი არეულობების ფონზე. ამასთან, 10 ოქტომბერს პოლიტიკოსი კვლავ დააკავეს სპეცსამსახურებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად