ყირგიზეთის გენერალური პროკურორი გადადგა

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი ოტკურბეკ ჟამშიტოვი გადადგა, ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა მირლან ბაკიროვმა განუცხადა.

ყირგიზეთში, 5 ოქტომბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების მომხრეებმა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, აიღეს პარლამენტის შენობა, სადაც ასევე მდებარეობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. შეტაკებების შედეგად 1,2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი გადადგა. მისი პრეს-მდივნის თქმით, პრეზიდენტი სოორნბაი ჟეენბეკოვი მუდმივად იყო ბიშკეკში და აკონტროლებდა სიტუაციას. პროტესტის ფონზე, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა არჩევნების შედეგები.

არეულობები ბიშკეკში 9 ოქტომბერს განახლდა. ცენტრალურ მოედანზე მოხდა პრემიერ-მინისტრის სადირ ჯაფაროვის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეტაკება. დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ტილეკ ტოქტოგაზიევი.

15 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტის სორონბაი ჟეენბეკოვის ნებაყოფლობითი გადადგომის შემდეგ, რესპუბლიკაში ვითარება დასტაბილურდა. საპროტესტო გამოსვლები დასრულდა. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრ სადირ ჯაფაროვს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად