“ყიფიანის თასის” ფინალს ქუთაისი პირველად უმასპინძლებს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლის სეზონის ფინალური მატჩი ქუთაისში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სეზონის ერთერთ მთავარ საფეხბურთო შეხვედრას ქუთაისი პირველად უმასპინძლებს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს ჩატარდება.

ფინალში ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან.

"სიონმა" ნახევარფინალში "ვიტ ჯორჯია" ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, ხოლო "დინამომ" "ჩიხურა" 5:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...