A1 ბანერი

ყიფიანი: ზოგიერთი ეპიზოდი მე და ოქუაშვილმა დუბლად ჩავწერეთ, ზაზამ დამაჯერებლობა გაკლიაო

“ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა – ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.” – ლევან ყიფიანმა ასეთი ჩვენება მისცა პროკურატურას, რომელსაც თავად უწყება აქვეყნებს

“მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია.

რაც შეეხება უშუალოდ თანხის ბანკიდან გატანის მომენტს 2016 წლის აპრილის თვეში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური ან უკანონო. ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორულ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომლესაც ისევ ომეგელები წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ გაქეშებაში. ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინარული ამ დავალებაში არ იყო. ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსება ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ომეგას ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად იმ პერიოდისათვის ომეგა ჯგუფს გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკი“-ს წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები.

მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. „გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა ომეგას ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.

2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს ,,თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მისულები მე ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან თიბისი ბანკის ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ზაზა ოქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო თიბისი ბანკის კლიენტი და ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. გაქეშებულ თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ ბეემვე-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, ბეემვეში მიიტანეს მერე ეს თანხები თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად იბერიაში.” – აცხადებს ლევან ყიფიანი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...