ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს, როემლსაც პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიზე მომხდარ ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.
სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. კ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა კი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად