A1 ბანერი

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ, – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

“სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი. მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: გაზქურაზე იდგა ყავის მადუღარა.

როგორც გაირკვა, გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო. რომ არა “ყაზტრანსგაზის” სპეციალისტების სწრაფი რეაგირება, მოხუცისა და მისი მეზობლების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...