ყაზბეგში “ტრანსდისციპლინური“ კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 1-5 ივლისს “ტრანსდისციპლინური“ კვლევის მეთოდოლოგიის შესწავლისა და დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი აღნიშული კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა.
იმსჯელეს სოციალურად აქტუალურ საკითხებზე, მკვლევარებმა ყაზბეგის მერს დაუსვეს კითხვები მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან, პროექტებთან, ტურისტულ პოტენციალთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ყაზბეგის მერმა და კონფერენციის მონაწილეებმა დაბა სტეფანწმინდაში არაფორმალური განათლების ცენტრი მოინახულეს და ინგლისურის ხელმისაწვდომობის პროგრამის მოსწავლეთა ჯგუფს შეხვდნენ.
მოსწავლეებმა სტუმრებს გაუზიარეს ინტერესები, პროგრამის შესახებ ინფორმაცია და უპასუხეს მათ მიერ დასმულ კითხვებს, ჯგუფში 25 წარჩინებული ახალგაზრდა სწავლობს, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ.
კონფერენცია ორგანიზებულია Leuphana University (გერმანია), University of Natural Resources and Life Sciences, Vienna (ავსტრია) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
ტრანსდისციპლინურობა გულისხმოს სხვადასხვა აკადემიური სფეროების წარმომადგენლების თანამშრომლობას კომპლექსური პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით.
ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითრების თვალსაზრისით შესაძლებელია ტრანსდისციპლინური კონცეფციის წარმატებით დანერგვა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...