ყაზბეგში სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დახმარება 419 ადამიანს გაეწია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან 01 ივლისამდე დახმარება 419 ადამიანს გაეწია.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 153 626 ლარის ოდენობით გაიცა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:
19 სტუდენტის სწავლის საფასური.
ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტები.
ახალშობილთა ოჯახები.
მრავალშვილიანი ოჯახები.
შშმ პირები .
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უხუცესების დახმარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი;
ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები
უდედმამო ბავშვები
ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები და ფსიქიკურად დაავადებულების სამედიცინო მომსახურება.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, განახლებული სოციალური დახმარების პროგრამა ძალაში 2019 წლის თებერვალში შევიდა.
პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
აღნიშნული პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების მიღებას.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად