ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

13-18 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ყაზბეგი“ და „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ხელბრგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების სამკურნალო საშუალებები და 7 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33,983.74 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად