ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

31 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ს.ი-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ავტომობილის პლასტმასის საკუთვნო, ეგრეთ წოდებული „ავტომობილის საწვიმრები, „ვეტრავიკი“ (576 ცალი) აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლის მიზანი, საქართველოში ავტომობილის დატვირთვა და რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა საქონლის გატანა იყო.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 600 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად