ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 44 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი კინოთეატრის შენობაში, თავის ნაცნობს – 1966 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ბ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად