15 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული – „ყაზბეგობა 2019“ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, თეატრალიზებული წარმოდგენები (ბერიკები, ბარაბან შოუ), გაიმართა რეგიონული ფოლკლორული კონცერტი, მოეწყო შემეცნებით-გასართობი სივრცეები.
ტრადიციულად გაიმართა დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვების ცერემონია, მათ მადლობის სიგელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე ზაგაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა -შალვა კერესელიძემ გადასცეს.
“ყაზბეგობა 2019” ლელა წურწუმიას, მაკა ზამბახიძისა და ჯგუფი “NON STOP”-ის კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დაიხურა.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესწრებოდნენ.