ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაეობი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაეობი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.დასრულების ეტაპზეა სოფელ ყანობის მიმართულებით სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის, სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის, ე.წ. კობათ უბნის გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები .
რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობა N2-ს დაბა სტეფანწმინდაში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა და შ.პ.ს “მშენ-ექსპერტი”-ს წარმომადგენლებმა აღნიშნული სამუშაოები მოინახულეს და კონტრაქტორ მშენებელ კომპანიებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე.
ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.
#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...