ყაზბეგის მერმა საზოგადოებას 2018-2019 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

შეხვედრას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სამუშაოებზე ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა -„ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მუშაობა ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.“

ყაზბგის მუნიციპალიტეტს ძირითად პრიორიტეტებად დასახული აქვს- ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება, განათლების ხელშეწყობა, კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

ალექსანდრე ზაგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას თითოეული მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოებზე დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად