ყაზბეგის მერი და მხარის რწმუნებული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს გაეცნენ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, მხარის სახელმწიფო რწმუნებულ – შალვა კერესელიძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მოინახულეს, სოფელ ყანობის მიმართულებით სახიდე გადასასვლელის, სოფ. სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის, ე.წ. კობათ უბნის გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები, სოფელი სნოს შიდა გზების, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, წყლის ქსელის, საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები.
ალექსანდრე ზაგაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელებისას სამშენებლო კომპანიების მიმართ
მთავარი მოთხოვნაა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ეტაპობრივად დაიწყება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...