ყაზბეგის 55-ში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონით, განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. დამონტაჟდება დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი, ასევე, დაირგვება სხვადასხვა მცენარე.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 204 000 ლარს შეადგენს.

სამუშაობს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად