ყაზახეთში უცნობი ბუნების პნევმონიით უფრო მეტია ხალხია დაღუპული, ვიდრე კორონავირუსით

ამის შესახებ დღეს, ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან საუბარში ყაზახეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ალექსეი ცოიმ განაცხადა.

9 ივლისს, ჩინეთის ელჩმა ნურ-სულთანში მოუწოდა ჩინეთის მოქალაქეებს გამოეჩინათ სიფრთხილე და ამ გზით დაეყვანათ მინიმუმამდე ყაზახეთში აფეთქებული, კორონავირუსზე ბევრად უფრო საშიში პნევმონიის გამომწვევი, უცნობი ვირუსით დაინფიცირების რისკი.

“წლის დასაწყისიდან ამ პნევმონიით 1772 კაცი გარდაიცვალა, მხოლოდ ივნისსი კი – 628. . მსხვერპლთა შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან. ამ ვირუსის მახასიათებლები ჯერ არაა ბოლომდე დადგენილი”, – განაცხადეს საელჩოში.

10 ივლისს ყაზახეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ უარყო ჩინეთის ოფიციალური პირების ცნობა იმის შესახებ, რომ ყაზახეთში უცნობი და პოტენციურად კორონავირუსზე უფრო მეტად მკვლელი ვირუსის აფეთქება იყო.

“ბრიფინგზე ყაზახეთის ჯანმრთელობის მინისტრი ა. ცოი საუბრობდა ქვეყანაში პნევმონიის მთლიან რაოდენობაზე, ბაქტერიალური, სოკოვანი, ვირუსული წარმოშობის, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწონებული ავადმყოფობების საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის “დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ვირუსულ პნევმონიებზე”, ყაზახეთის ჯანმრთელობის დაცვის სამონისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩინეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამრიგად, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა “დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული პნევმონიის” არსებობა, მაგრამ უარყოფდა ახალი და უცნობი აფეთქება იყო.

ყაზახური პრესით დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან საუბარში უცნობი ბუნების პნევმონიის აფეთქებით დაინტერესდა.

“გავცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ჩვენთან თითქოს მძვინვარებს უცნობი ბუნების პნევმონია, რომელიც, ბუნებრივია, არ აღირიცხება ჩვენ სტატისტიკაში. რა პნევმონიაა ეს, არის სინამდვილეში თუ არა? როგორია სიკვდილიანობა ამ პნევმონიით?” – იკითხა ტოკაევმა დღეს, მთავრობის სხდომაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი ცოიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში ყაზახეთში პნევმონიის თითქმის 100 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ივლისის პირველ კვირას – 55 ათასი. შარშანდელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 55,4%-ით.

გასულ თვეში პნევმონიით გარდაცვლილთა რაოდენობა 2,3-ჯერ გაიზარდა – 628-მდე. შარშან ივნისში სიკვდილის 274 შემთხვევა იყო, – აღნიშნა ცოიმ.

ამჟამად, დამატებითი საწოლი ადგილების განთავსება მიმდინარეობს. პნევმონიან პაციენტთა ნახევარს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი აქვს, – მოახსენა მინისტრმა პრეზიდენტს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შექმნილი სიტუაცია უკიდურესად საგანგაშოდ შეაფასა.

ყაზახეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 56455 კაცია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილია 264 კაცი.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისი ყაზახეთის პრეზიდენტმა კორონავირუსით მსხვერპლთა გლოვის დღედ გამოაცხადა

https://ipress.ge/new/qhazakhethshi-situatsia-damdzimda-prezidentma-13-ivlisi-koronavirusis-mskhverpltha-glovis-dghed-gamoatskhada/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად