ყაზახეთში სიტუაცია დამძიმდა, პრეზიდენტმა 13 ივლისი კორონავირუსის მსხვერპლთა გლოვის დღედ გამოაცხადა

ყაზახეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კორონავირუსის შესახებ 8 ივლისის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 8 ივლისს ყაზახეთში რეკორდული რაოდენობის ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა – 1962.

სულ, ყაზახეთში, ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 53021, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 264-ია

ყაზახეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევები 13 მარტს დადასტურდა. 15 მარტს ყაზახეთი პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
 
4 მაისიდან ყაზახეთმა, როგორც მაშინდელი ჯანმრთელობის მინისტრი აცხადებდა “ეკონომიკის აღორძინების და ხალხისთვის გამომუშავების საშუალების მიცემის მიზნით” მნიშვნელოვნად შეამსუბუქა საკარანტინო რეჟიმი
 
16 მაისისთვის 18,8 მილიონიან ყაზახეთში 10 754 ინფიცირების შემთხვევა იყო დადასტურებული. ამ დროისთვის კორონავირუსით 34 კაცი იყო გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით ყაზახეთი ევროპაში ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანა იყო. 17 მაიდან დაწყებული მატების შემდეგ 31 მაისს იმ დროისთვის პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა – 875.
 
8 ივნისს ინფიცირების შემთხვევების დღიური რაოდენობა 303-მდე დავიდა. 56 კორონავირუსით გარდაცვლილით ყაზახეთი ევროპაში კვლავ რჩებოდა ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნად.
 
მომდევნო დღეებში დაწყებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება დღემდე გრძელდება და ყაზახეთის ჯანდაცვის სისტემა არსებული წნეხის შესამსუბუქებლად ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ახალი საწოლი ადგილების მომზადებას.
 
1 ივლისს ნურ-სულთანის აკიმმა (ქალაქის თავი, მეთაური, მერი, ხელმძღვანელი – “აიპრესი”) ალტაი კულგინოვმა განაცხადა, რომ კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალოდ სასტუმრო “რამადა-პლაზა”-ში უკვე გამზადებული იყო 250 საწოლი და კიდევ 250 უახლოს ხანში იქნებოდა მზად.
 
5 ივლისს ყაზახეთი ჯანმრთელობის მინისტრმა ალექსეი ცოიმ განაცხადა, რომ ალმატიში და ჩიმკენტში სტადიონები და სპორტული ობიექტების მომზადება ავადმყოფთათვის უკიდურესი ზომაა და რეგიონებში კორონავირუსის აფეთქებების შემთხვევაში გამოიყენებენ.
 
დღეს, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, კორონავირუსის მსხვერპლი მოქალაქეების ხსოვნის ნიშნად, 13 ივლისი საერთოეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად