ყაზახეთში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ სასტუმრო “რამადა პლაზაში” 500 საწოლი გაამზადეს

ყაზახეთის ხელისუფლება კორონავირუსის პანდემით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის თავდაღწევის მიზნით მკაცრ საკარანტინო რეჟიმს აწესებს.

ყაზახეთში, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, 5 ივლისიდან შემოღებული იქნება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.

ორკვირიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს შეწყდება რეგიონებს შორის სამგზავრო საავტობუსო მიმოსვლა და დროში შეიზღუდება საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა. იკრძალება სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების და საოჯახო დღესაწაულების გამართვა, ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში მოსახლეობის გადაადგილება იზღუდება არაუმეტეს 3 კაცამდე, იზღუდება 65 წელს ზემოთ ასაკის ხალხის გადაადგილება.

ორკვირიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს სრულად იკრძალება,სილამაზის სალონების, საპარიკმახეროების, ფიტნეს-ცენტრების, მუზეუმების, გამოფენების, ფორუმების, კონფერენციების, სპორტული დარბაზების, საცურაო აუზების, რელიგიური ობიექტების, სასურსათო და არასსასურსათო დახურული ბაზრების და რიგი სხვა ობიექტების და დაწესებულებების მუშაობა.

ყაზახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 13 მარტს დაფიქსირდა. ხელისუფლების მიერ დროულად მიღებულლი ზომების, მათ შორის მაისის პირველ რიცხვებამდე მოქმედი მკაცრი კარანტინის შედეგად, ყაზახეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იყო მცირე, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობის სიმცირით – 1,4 გარდაცვ/მლნ მოსახლეზე – ყაზახეთი ევროპაში პირველ ადგილზე იყო.

4 მაისიდან ყაზახეთმა, როგორც მაშინდელი ჯანმრთელობის მინისტრი აცხადებდა “ეკონომიკის აღორძინების და ხალხისთვის გამომუშავებიუს საშუალების მიცემის მიზნით” მნიშვნელოვნად შეამსუბუქა საკარანტინო რეჟიმი.

კორონავირუსზე გამარჯვების შესახებ ნაადრევმა დასკვნამ ყაზახეთში კორონავირუსის გავრცელების შემაფერხებელი ზომები დაასუსტა და შედეგად, დღეს ყაზახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 3 მაისის 7 206-დან გაზრდილია 42574-მდე ანუ 5,9-ჯერ.

ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 27-დან 188-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 31 მაისს ყაზახეთში 40 კაცი კორონავირუსით გარდაცვლილი იყო და იგი კვლავ რჩებოდა ევროპაში პირველ ადგილზე მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობის სიდიდით – 2,1 გარდაცვ/მლნ მოსახლეზე, დღეს კი ყაზახეთი ამ მაჩვენებლით ევროპაში მესამეა საქართველოს და სლოვაკეთის შემდეგ. განსაკუთრებით დამძიმდა ამ მხრივ სიტუაცია ივნისის ბოლოსკენ – 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სამ დღეში ყაზახეთში 38 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 2-ით ნაკლები, ვიდრე 13 მარტიდან მაისის ბოლომდე პერიოდში.

ყაზახეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდამ პაციენტთათვის საწოლების რაოდენობის მაქსიმალური დატვირთვა გამოიწვია და ახალი საწოლი ადგილების შექმნა გახადა აუცილებელი.

გუშინ ნურ-სულთანის აკიმმა (ქალაქის თავი, მეთაური, მერი, ხელმზღვანელი – “აიპრესი”) ალტაი კულგინოვმა განაცხადა, რომ კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალოდ სასტუმრო “რამადა-პლაზა”-ში უკვე გამზადებულია 250 საწოლი და კიდევ 250 უახლოს ხანში გამზადდება.

ყაზახეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 ივლისის 00:00 სათისთვის ყაზახეთში 42 574 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1509 უკანასკნელი 24 საათის განმავლობაშია გამოვლენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად