ყაზახეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 21 კაცი გარდაიცვალა და 1646 დაინფიცირდა

ყაზახეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კორონავირუსის შესახებ 12 ივლისის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 ივლისს ყაზახეთში ინფიცირების 1646 შემთხვევა დადასტურდა.
 
სულ 13 მარტიდან დღემდე, ყაზახეთში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 59 899 შემთხვევა.
 
ყაზახეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 21 კაცი გარდაიცვალა.
 
ყაზახეთის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 7-დან 12 ივლისის ჩათვლით გარდაცვლილი 111 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად მიჩნეული იქნა კორონავირუსი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ყაზახეთში, კორონავირუსით დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობა, 375-მდე გაიზარდა.
 
ყაზახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განსაკუთრებული გაუარესება ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყო. კორონავირუსით დაავადებულებთან ერთად ამ დროიდან იმატა “დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული პნევმონიით” დაავადებულთა რაოდენობამ.

https://ipress.ge/new/qhazakhethshi-utsnobi-bunebis-pnevmoniith-uphro-metia-khalkhia-daghupuli-vidre-koronavirusith/

 
ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ პაციენტთათვის დამატებითი საწოლი ადგილების მომზადების აუცილებლობა წარმოშვა და ამ დროისთვის ყაზახეთი საწოლების განთავსებისთვის სასტუმროებს და სპორტულ მოედნებს და დარბაზებს იყენებს.

https://ipress.ge/new/qhazakhethshi-situatsia-damdzimda-prezidentma-13-ivlisi-koronavirusis-mskhverpltha-glovis-dghed-gamoatskhada/

 
 
დღეს, ყაზახეთში, კორონავირუსის მსხვერპლი მოქალაქეების ხსოვნის ნიშნად, საერთო ეროვნული გლოვის დღეა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად