ყაზახეთში ერთი თვის მანძილზე 120 ათასი ანტილოპა დაიხოცა

ყაზახეთში, ეროვნული მონიტორინგის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ანტილოპების მთლიანი რაოდენობა (250,000) ერთ თვეში განახევრდა.

წინასწარი მონაცემებით, კატასტროფა გარემო და ბიოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული.

ყაზახეთის თხოვნით, შემთხვევის ადგილზე ველური ცხოველების კვლევის ორგანიზაციამ ერთი კვირის განმავლობაში იმუშავა. ექსპერტები ინგლისიდან საკვებისა და სასოფლო მეურნეობის ორგანიზაციიდანაც იყვნენ მოწვეულები.

მკვლევარების ინფორმაციის თანახმად, გავრცელებულია ბაქტერია, რომელიც შესაძლოა, სხვა სახეობებსაც შეეხოს, რადგან ცხოველების იმუნური სისტემა ვირუსს ვერ უძლებს. აღარ ჭამენ საკვებს და რამდენიმე საათში იღუპებიან. ექსპერტების აზრით, ცხოველების მუდმივი მონიტორინგი ასეთ ფაქტებს შეამცირებს.

antilopaerti

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...