A1 ბანერი

ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ასტანას ნურსულთანი დაერქვას

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ინიციატივით გამოდის, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად, “ნურსულთანი” დაერქვას. ინფორმაციას სააგენტო Казинформ-ი ავრცელებს.

ყაზახეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, ორი პალატის ერთობლივ სხდომაზე ტოკაევი სიტყვით გამოვიდა და  ასტანაში ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის დადგმა მოითხოვა.

გარდა ამისა, ტოკაევმა ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ რესპუბლიკის ყველა ცენტრალური ქალაქის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვა. ის ასევე ინიციატივით გამოდის, რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს საპატიო პიროვნების სტატუსი მიენიჭოს.

მისი პირველი განკარგულებით, ნურსულთან ნაზარაბევს “სახალხო გმირის” წოდება მიენიჭა. გარდა ამისა, ის “ოქროს ვარსკვლავით” დაჯილდოვდება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ქვეყნის პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ ტოკაევი იქნება. 1990-2000-იან წლებში ტოკაევი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რესპუბლიკის პრემიერმინისტრის პოსტებს იკავებდა.

ნურსულთან ნაზარბაევმა კი მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

“ჩვენ, ყაზახები ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. თქვენ მე მხარს მიჭერდით ყველა არჩევნებზე. ეს არის ბედნიერება, იყო ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი. მე თქვენ გემსახურეთ რწმენითა და ერთგულებით. თქვენი დამსახურებით პრეზიდენტი გავხდი”, – განაცხადა ნაზარბაევმა.

შეგახსენებთ, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა 19 მარტს დატოვა. ნურსულთან ნაზარბაევი 78 წლის არის. იგი ყაზახეთის პრეზიდენტი 1990 წლის 24 აპრილს გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...