ყაზახეთის პირველ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდგინდა

ამის შესახებ ინფორმაცია ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება

“ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ამჟამად თვითიზოლაციაშია. სამწუხაროდ ელბასის (ერის ლიდერი – “აიპრესი”) უკანასკნელმა ტესტმა კორონავირუსზე დადებით შედეგი აჩვენა. შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
ნურსულთან ნაზარბაევი დისტანციურად განაგრძობს მუშაობას”,  – ნათქვამია ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

ნურსულთან ნაზარბაევი 1989-91 წლებში ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, 1990 წლიდან იგი ყაზახეთის პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობიდან ნურსულთან ნაზარბაევი საკუთარი სურვილით გადადგა 2019 წლის მარტში.

ნურსულთან ნაზარბაევი 2010 წლიდან ატარებს ოფიციალურ ტიტულს “ერის ლიდერი”. იგი ამჟამად 79 წლისაა

ყაზახეთში, ივნისის დასაწყისში ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის პრეს-მდივანს დაუდგინდა კორონავირუსი, 14 ივნისს ყაზახეთის ჯანმრთელობის მინისტრის, 17 ივნისს კი პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის კოვიდინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად