ყაზახეთის მუსულმანური კავშირი მიხეილ სააკაშვილს ყაზახეთში ეპატიჟება

ყაზახეთის მუსულმანურმა კავშირმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ყაზახეთში მიიწვია. საინფორმაციო სააგენტო NUR.KZ-ის ინფორმაციის მიხედვით, ოდესის გუბერნატორს ყაზახეთში აკიმის თანამდებობას სთავაზობენ.

"თქვენმა გადამწყვეტმა და უშიშარმა ბრძოლამ კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ, უდიდესი გავლენა იქონია ჩვენზე. ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, თუ თქვენ, ამ თქვენს პრაქტიკას ჩვენს ქვეყანაში გამოიყენებთ", – აღნიშნულია წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ყაზახეთიდან მიიღო.

წერილიში აგრეთვე აღნიშნულია, რომ "სააკაშვილის ტექნოლოგია" ჯერ კიდევ ძალიან მოთხოვნადია არამხოლოდ ყაზახეთში, არამედ მთელს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

მუსულმანი ადამიანის უფლებათა დამცველები ასევე ირწმუნებიან, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში, მიხეილ სააკაშვილს, შესაბამის დახმარებას გაუწევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად