ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრი ელზან ბირტანოვი კორონავირუსით დაინფიცირდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ამის შესახებ მან Facebook-ზე განაცხადა.

“მეგობრებო, სამწუხაროდ უსიამოვნო ახალი ამაბვი უნდა გაცნობოთ იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ბოლო ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა,” – წერს ბეტანოვი. მისი თქმით, ის არ იყო დაავადებული ასიმპტომური ფორმით, ამიტომ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მინისტრმა ყაზახეთის მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან პირადი საკარანტინო ზომები, დაიცვან რეკომენდაციები და ავადმყოფობის პირველივე ნიშნების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს.

მანამდე, ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ბერიკ უალმა განაცხადა ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ. 6 ივნისს მან განაცხადა, რომ საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყაზახეთში, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 14 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 9 056 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 73 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად