ყაველაშვილი: პროპორციულ საარჩევნო სისტემას რისკები მოყვება, იმის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ეტაპისთვის ასეთი რისკი გავწიოთ

ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია იმედის პროგრამაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა

„ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია, ამიტომ გადაგდებაზე საუბარი არაეთიკური და არასწორია. ჩვენ გვქონდა შეთავაზება მოქალაქეების მიმართ, მაგრამ შემდეგ განვითარდა საპარლამენტო პროცესი, რომელმაც სხვა სახე მიიღო, მე მაქვს ჩემი მიზეზი რატომ არ დავუჭირე მხარი, მე არაერთხელ განვაცხადე ამ მიზეზების შესახებ

წარმოჩენა იმის, რომ რომელიმე სისტემა არის უფრო დემოკრატიული და რომელიმე სისტემა არის უვარგისი და არ შეესაბამება განვითარებას, არასწორია. სულ სამი სისტემა არსებობს, შერეული, მაჟორიტარული და პროპორციული, ეს სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ პირდაპირ მაჟორიტარულის სისტემა არის უფრო მეტად წარმოდგენილი და ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიც აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთია, ამ ქვეყნებში მაჟორიტარული სისტემით ხდება არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან ასე წარმოჩენა თემის, რომ ეს არის ჩამორჩენილობა არასწორი შეფასებებია.

მე მაქვს ჩემი საფუძვლიანი მიზეზები იმისა, რომ რასაც ახლა მოგახსენებთ, თუ დააკვირდებოდით ამ შეკრებაზე, ის ადამიანები, ვინც რაღაცას აპროტესტებდა, ვისაც ეკითხებოდნენ წარმოდგენა არ ჰქონდათ რაში იყო განსხვავება პროპორციულსა და ამჟორიტარულ სისტემას შორი.
დღევანდელ ჩვენს ინიციატივაში მკაფიოდ იყო განმარტებული თუ რა გვსურს ჩვენ და ძალიან მარტივ ენაზე ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გუნდთან, უმრავლესობასთან არ გვქონია ამის შესახებ მსჯელობა, ჩვენ ვიწყებთ ამ ეტაპს, რომ შევიდეთ მსჯელობაში, შევაგროვოთ ხელმოწერები და გულწრფელად მიმაჩნია, რომ ყველაზე მარტივი გზა, ყველაზე მარტივად აღსაქმელი ჩვენი მოქალაქეებისათვის იქნება სრული მაჟორიტარული სისტემა. 150-ივე მაჟორიტარი და ოლქებად დაყოფილი, სადაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს მაჟორიტარი

ჩვენ ხომ ჩვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზეა საუბარი. იცით რა რისკებთან არის დაკავშირებული პროპორციული სისტემა ასეთ მყიფე დემოკრატიულ წყობაში, რომელ ეტაპზეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება?
აქ იქნება კოალიციური მთავრობის, მთავრობის ვერდაკომპლექტების პრობლემა, რომელიც შეიძლება თვეები და წლებიც გაიწელოს. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში ამ ეტაპისთვის თვითონ პარტიული სისტემა როგორი გვაქვს, ის პარტიული იდეოლოგია როგორია, მოქალაქეების უმრავლესობამ თუ იცის ამ პარტიების შესახებ, ამაზე მაქვს საუბარი, თორემ განვითარებულ ევროპაში დიდ ხანი ვიცხოვრე და ვიცი, იქ სხვა კულტურა არის, ჩვენ რომ იქ მივიდეთ რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, სადა ვართ და იმის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ეტაპისთვის ასეთი რისკი გავწიოთ. ამიტომაც მწამს ჩვენ უნდა გავუმარტივოთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება
და ჩვენ შევდივართ მსჯელობაში, ვიწყებთ ამ ეტაპს და ვეცდებით, რომ უმრავლეობასთან განვიხილოთ ეს თემები და ვნახოთ რა იქნება“, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად