ყაველაშვილი: გეგა გეგეშიძე ნანობს მომხდარ ფაქტს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, თამაზ (გეგა) გეგეშიძეს შორის შეხვედრა შედგა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენები, თავად ჭიდაობის ფედერაციაში უნდა მოგვარდეს და ამის გამო ფედერაცია პრეზდიუმს მოიწვევს და საკითხებსაც განიხილავს.

“ის ფაქტი, ყველას თვალწინ მომხდარი არასასიამოვნო იყო და დარწმუნებული ვარ მიუღებელი იყო ყველასთვის. ეს ფაქტი არავის ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ მოხდა. ამაზე ჩემი აზრი არაერთხელ გამოვთქვი, დაზარალებულია ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც შემდეგ საზოგადოების წინაშე წარსდა. ის განაწყენებულია, მასაც მეც მოვუსმინე.

ვისაუბრეთ, როგორც დათუნაშვილთან, ასევე გეგასთან საკმაოდ გულწრფელად. გამოსვალას რაც შეეხება, ასეთი რამ შემოგვთავაზეს და არ შემიძლია არ მივიღო შემოთავაზება, თვითონ ჭიდაობის ფედერაციამ, ამ უახლოეს პერიოდში მოიწვევს ფართო შემადგენლობას, მათ ვინც ქმნიდა ჭიდაობის ეპოქას და იქ მოხდება მსჯელობა ყველა საკითხზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ სფეროში მოგვარდეს და გადაწყდეს პრობლემები.

როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს თვითონ ის ფაქტი მოსწონდეს, მაგრამ იქ მიზეზებია ხო? ეს არ არის არავის მოსაწონი. ეს ფაქტი ყველამ ერთხმად დავგმეთ და ეს ადამიანიც [გეგეშიძე] ნანობს ამ ფაქტს. ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის,ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირები, 2019 წლის 22 იანვარს შსს-მ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობაც  შეუნარჩუნა.

რამდენიმ დღის წინ, ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო ფედერაციას ჩამოაცილეთ გეგა გეგეშიძე ან მირჩიეთ, დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...