ყაველაშვილი ბოკუჩავას: შტურმი გამოაცხადეთ და გაიქეცით, მიატოვეთ ახალგაზრდები

“შტურმი გამოაცხადეთ და გაიქეცით, მიატოვეთ ახალგაზრდები”,-ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინა ბოკუჩავას კომიტეტის სხდომაზე.

“თქვენ იღებთ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას”- მიმართა ყაველაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრებს.

პარლამენტში საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თამარ ჩუგოშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილს განიხილავენ, რომელიც გუშინ პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტის ერთობლივი სხდომა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად