ყაველაშვილი ბოკერიას: ივანიშვილი 100 მლნ ევროს ინვესტირებას აპირებდა ფეხბურთში და არ მიაკარეთ (ვიდეო)

ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, განცხადებას, სადაც მან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებას ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მიხეილ ყაველაშვილმა, გიგა ბოკერიას ის დრო შეახსენა, როდესაც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უარი უთხრეს ქართულ ფეხბურთში 100 მლნ ევროს ინვესტიციაზე.

“გიგას მინდა მივმართო ბოკერიას. სპორტსმენების წარმატებასთან დაკავშირებით, რაღაც სკეპტიკურად იყავით განწყობილი და აღნიშნეთ რომ ეს მარტო სპორტსმენების დამსახურებაა. მე მთავრობის როლზე მინდა გიპასუხოთ.

შეუძლებელია, მარტო სპორტსმენების წარმატება, ხელისუფლების დახმარების გარეშე. გაგახსენებთს თქვენს დროს, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში.

ახლა 20 სექტემბერს იწყება რაგბი, ბიძინა ივანიშვილზე გაქვთ ძირითადად აქცენტრი, თუ როგორ ანადგურებს ამ ქვეყანას. დაახლოებით 80 მლნ ევროა ინვესტირებული რაგბში, სადაც დაახლოებით 10 ათასი მონაწილეა, ვინც რაგბით არის დაკავებული.

შეუძლებელი რა იქნებოდა იცით?! დღეს ჩვენი ნაკრები ვერ იქნებოდა იქ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია.

100 მლნ ევროს ინვესტირებას აპირებდა ფეხბურთში, სადაც თქვენ ლობირებდით და არ მიაკარეთ ის ადამიანი. ათობით მილიონი გაატანეთ უცხოელ მწვრთნელებს. ფეხბურთი გაანადგურეთ. ულამაზესი სტადიონი შენდება ბათუმში. 30 ათასიანი სტადიონი ისე დაანგრიეთ უკან არ მოგიხედიათ. ეს არის თქვენი დამსახურება.”,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად