ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე მაღლა ნამდვილად დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა (ვიდეო)

“პირდაპირი მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს, ასე ვთქვათ, უფრო შეხება აქვთ ჩვენს მოქალაქეებთან, , მაჟორიტარული წესი სტაბილურობას განაპირობებს ხელისუფლების.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ტვ პირველთან.

“აუცილებელია ჩვენ განხილვაში შევიდეთ სისტემების. რომელი სისტემა უფრო უპრიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო ადვილად გასაგები და ეს სისტემა რას იძლევა:

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პარტიის ლიდერია და ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ აქ ვლაპარაკობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ჩვენის ქვეყნის სტაბილურობაზე და ახლა ბიძინა ივანიშვილზე მაღლა ნამდვილად დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ასე უნდა შვხედოთ პრობლემას, რომ ჩვენ ვეცდებით რომ ეს ჩვენი ინიციატივა უფრო მეტად გაგებული იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვნახოთ, შევხედოთ, იმიტომ, რომ პროცესია ეს და შევდივართ მსჯელობის ფორმატში” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად