ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას 

ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩატარებულ პერფორმანსს.

მისი თქმით, ,,პერფომანსს“ აწყობენ ისინი, ვინც დახოცა, გააუპატიურა და გაძარცვა ათასობით ადამიანი.

,,ამ “პერფორმანსს” აწყობენ ზუსტად ის “უჯიშოთა ჯიშის” წარმომადგენლები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთს გადასცა 30-ზე მეტი ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტი , 125 ქართული სოფელი, 26000 ადამიანი აქციეს ლტოლვილად, უკან შემოაბრუნეს და დააკანონეს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები, ქვეყანაში ჰყავდათ ასობით ათასი პრობაციონერი, დახოცეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს ათასობით ადამიანი.
ახლა მე მინდა მათ მივმართო: თუ თქვენ ეგრე გსურთ გეტყვით, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად გააკეთა, რომელთანაც თქვენ მისასვლელი პირი დღემდე არ გაქვთ”,- წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად