ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალზე ჭყლეტვის დროს 56 კაცი დაიღუპა – დაკრძალვა გადაიდო

ირანში, ყასემ სოლეიმანის მშობლიურ ქალაქ კერმანში, გენერლის დაკრძალვის ცერემონიალს დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

“ბი ბი სი” იუწყება, რომ გენერლის დაკრძალვის ცერემონიალზე წარმოშობილი ჭყლეტვის დროს არანაკლებ 56 კაცი დაიღუპა და 213 დაშავდა. აღნიშნული ფაქტის გამო ირანის ხელისუფლებამ დაკრძალვა გადადო. ახალი თარიღის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

დაკძალვის ცერემონიაში მონაწილე ირანელთა რაოდენობამ, პრესის ცნობით, მილიონს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმების ელიტური, ქუდსის დანაყოფის მეთაური, ირანში მეორე ყველაზე გავლენიან პიროვნება აიათოლა ალი ხამეინის შემდეგ, გენერალი ყასემ სოლეიმანი, 3 იანვარს, აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ერაყში მოკლეს. ერ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი – ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმების ელიტური, ქუდსის დანაყოფის მეთაური.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად