ყარაჯალაში ინფიცირებულ 63 წლის ქალს 3 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა.

ქალს 3 ადამიანთან, შვილთან, სიძესთან და შვილიშვილთან ჰქონდა კონტაქტი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა მედიასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებული მოქალაქის კონტაქტები საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან.

“ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტში არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა ეს ქალბატონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც, როგორც მოგეხსენებათ ახალი რეგულაციების თანახმად, ცხელების ცენტრებისა და სასწრაფო დახმარების ექიმებს ტესტირება უტარდებათ 7 დღეში ერთხელ.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ცნობისათვის, ყარაჯლელ ქალბატონს კორონა ვირუსი დღეს დილით დაუდასტურდა. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებული თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად