ყანდიაშვილი სააკაშვილს: ვერსად დაემალები მართლმსაჯულებას, ციხეში დაამთავრებ მიშა!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება კოკა ყანდიაშვილი. ის მიხეილ სააკაშვილს ახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია სახელმწიფო კანცელარიაში არ მუშაობს. კოკა ყანდიაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და წერს, რომ გუშინდელი ფეისბუქ-ლაივით, ვისაც 

"მიშა – შენ საქართველოში ვერც სიტუაციას ფლობ და ვერც ინფორმაციას.

თორემ ის მაინც ხომ გეცოდინებოდა კაცს, რომელმაც იცის დღეს წვიმა რომ მოვიდა და გუშინ თოვლი მთაში, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს დავტოვე საჯარო სამსახური სახელმწიფო კანცელარიაში და იმ დღის მერე, იმ შენობაში არ შევსულვარ – ერთი სიტყვით, ამინდის პროგნოზივითაა შენი ბედი, 100 დან 99% არ ამართლებს.

არც ხალხის განწყობას გრძნობ და ვერც ბოჩოლასავით აცრემლებული თვალები გშველის – გადახვეწილს.

მე კი არ ვგეგმავ გინებებს, ხალხი გაგინებს მიშა, ხალხი. საქართველოს მოქალაქეები – შენ და შენი დამქაშები სულს რომ ხდიდით 9 წელი.

შენიანებიც გაგინებენ მიშა, იმიტომ რომ ზიხარ ამოდენა კაცი – ზუსტად იცი, რომ წელს უარესად დამარცხდები არჩევნებში, და აგულიანებ ცხელთავიანებს – "ჩვენ მოვიგებთ, ოღონდ წადით დანაშაულზეო, მერე მე ჩამომიყვანეთ, ჩემი ეშინია ბიძინასო"…… ისევ ატყუებ შენს შემორჩენილ, გზააბნეულ, მცირერიცხოვან მხარდამჭერებს, ისევ სხვები გინდა გაწირო და შეგრჩეს – არ გამოგივა!

გუშინდელი ფეისბუქ-ლაივით დაამთავრე 2016 წლის საარჩევნო კამპანია მიშა. ვისაც კიდევ რაღაცა იმედი მაინც ჰქონდა შენი – გუშინ მთლად დაკარგე ისინიც.

"რუსთავი 2"-ის ნაწვალევი ეგზიტპოლიც წინასწარ გაშიფრე – "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლში დაწერენ, ნაცებმა გაიმარჯვესო და ეგ იქნება ვერდიქტიო…. ეს მაინც არ გეთქვა შე კაცო – ეგებ მეტი დამაჯერებლობა ჰქონოდა მაგ პარტიული არხის ნაყიდ ეგზიტპოლს. ახლა კი – ფაფუ… ეგეც კი გამოგაცალა ხელიდან საკუთარმა პირის ღრუმ, მთელი ცხოვრება ენა გისწრებს წინ…

ბოლოს კი გეტყვი იმას, რაც ზურა ჟვანიას მკვლელობის მერე გითხარი შენს საკუთარ კაბინეტში და შევწყვიტე შენთან ურთიერთობა – ციხეში დაამთავრებ მიშა, ვერსად დაემალები მართლმსაჯულებას. ადრე თუ გვიან – ეს ასე მოხდება!

პ.ს. გწერ ამას ჩემი სახლიდან – მისამართი იცი კარგად, არა ერთი დღე გაგიტარებია აქ!

ჰო, კინაღამ დამავიწყდა – სანდრაც წააგებს, ნუ აწვალებ მაგ ქალს!

ახლა კი წადი – ჭამე რამე, ამის წაკითხვის მერე – ანერვიულებულს დაგაწყნარებს. ყველამ იცის, – თუ ნერვიულობს მიშა, უნდა აჭამოთ რამე, არ აქვს მნიშვნელობა რა? რამე!" – წერს სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად