ყანდაურას გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ძებნილი ნოდარ გამყრელიძე დააკავეს

გამყრელიძე სოფელ ყანდაურაში, საკუთარ სახლში აიყვანეს. სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში გამოძიებამ ვერსად მიაგნო.

გახმაურებული მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 2019 წლის 4 მაისს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა ოთხი გარდაცვლილი ნახეს.

მკვლელობის ბრალდებით, გამოძიებამ 84 წლის ომარ გამყრელიძე დააკავა, რომელსაც მოგვიანებით სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და გირაოთი გაათავისუფლა.

დაკავებული იყო გამყრელიძის შვილიშვილი, უმცროსი ომარ გამყრელიძეც, რომელსაც გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვას ედავებოდა. მოგვიანებით სასამართლომ გამყრელიძე უმცროსიც გირაოთი გაათავისუფლა.

ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი და სასამრთლოს მიერ პატიმრობა შეფარდებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის დამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად