ყანადაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე,თელავის რაიონულ სასამართლოში, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

სხდომაზე დაცვის მხარემ,აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა,რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და უმცროსი ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, სოფელ ყანდაურის ტერირორიული ორგანოს რწმუნებული ნანა ტაველიშვილი დაიკითხა. ნანა ტაველიშვილმა განმარტა, რომ მომხდარის დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელი ემოციურ ფონზე მოაწერა ვითარების შესწავლის შემდეგ,კი დათვალიერების დასრულების ოქმზე ხელმოწერის გაუქმება და პირვანდელი ჩვენების შეცვლა მოითხოვა.

“13 მაისს კახეთის სამხარეო პოლიციაში დამიბარეს.მისვლისთანავე დაიწყო ჩემზე ზეწოლა,დამახვედრეს გამზადებული ჩვენება შაბლონის სახით.მე ხელი არ მოვაწერე და განვუმარტე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ არ ვყოფილვარ,მე მხოლოდ ვიყავი მტკიცებულებების დალუქვის დროს.მე რომ უარი განვაცხადე ხელის მოწერაზე დაიწყეს მუქარა,მახსენენდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი,ჩემს ოჯახსაც შეეხნენ,შემახსენეს რომ მანქანით ვმოძრაობდი და დამიჭერდნენ.მთელი ეს მუქარები 4 საათი გრძელდებოდა.ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე.ვითხოვდი ადვოკატთან დარეკავს,დამცინოდნენ დარეკეო მაგრამ ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა.” – განაცხადა ნანა ტაველიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად